ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი

ლეონარდო დიკაპრიო და ბრედ პიტი ოსკარის კამპანიაში ჩაერთვებიან

“Once Upon a Time in Hollywood”-ში შესრულებული როლებისთვის კომპანია Sony ლეონარდო დიკაპრიოსა და ბრედ პიტს ოსკარის კამპანიაში ჩართავს. დიკაპრიო საუკეთესო მსახიობი კაცის, ხოლო პიტი - მეორეხარისხოვანი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ჯილდოსთვის იბრძოლებს.

"Once Upon a Time in Hollywood” კვენტინ ტარანტინოს ახალი ფილმია, რომელმაც კრიტიკოსების დადებითი შეფასებები დაიმსახურა, ისევე, როგორც მსახიობების შესრულებამ. 

ბრედ პიტისთვის ეს ოსკარის მეოთხე ნომინაცია იქნება. მსახიობმა ჯილდო მხოლოდ ფილმის 12 YEARS A SLAVE პროდიუსერობისთვის მიიღო. დიკაპრიომ კი ოსკარი ფილმისთვის The Revenant დაიმსახურა. 

2020 წლის ოსკარის ნომინანტების სახელები 13 იანვარს იქნება ცნობილი, ხოლო  ცერემონია 9 თებერვალს ჩატარდება. 

კომენტარები