რუსეთი - აფრიკა

პუტინმა წვრთნისთვის სამხრეთ აფრიკაში 2 ბომბდამშენი გაგზავნა, აფრიკელ ლიდერებს რუსეთში უხმო

REUTERS

სამხრეთ აფრიკაში სამხედრო წვრთნისთვის ორი ზებგერითი, მძიმე ბომბდამშენიბომბდამშენის Tupolev Tu-160 გაგზავნის პარალელურად, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა 16 აფრიკული ქვეყნის ლიდერს რუსეთში, სოჭში უმასპინძლა. 

სამხრეთ აფრიკაში სამხედრო წვრთნის მიზანი რუსეთსა და სამხრეთ აფრიკას შორის სამხედრო კავშირის გაძლიერებაა.

სოჭში გამართულ 2-დღიან სამიტზე პუტინმა აფრიკული ქვეყნების ლიდერებს უთხრა, რომ ვაჭრობა მომავალ 4-5 წელში გაორმაგდებოდა.

"ბევრი რუსული კომპანია აფრიკული ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წარმომადგენელთან  უკვე დიდი ხანია, რაც თანამშრომლობს და აფრიკაში ისინი გავლენის გაზრდას გეგმავენ," - თქვა პუტინმა. 

რუსული მედია წერს, რომ რუსეთი და ნიგერია შეთანხმდნენ, რომ რუსეთი ნიგერიას 12 რუსულ Mi-35 სამხედრო ვერტმფრენს მიაწოდებდა. რუსული ბანკი Sberbank და მისი სახელმწიფო საფინანსო ინსტიტუტები რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო ფინანსების მხარდაჭერისთვის 5 მილიარდ აშშ დოლარს გამოყოფს. რუსული სახელმწიფო ბირთვული კომპანია Rosatom ეთიოპიაში ატომური ელექტროსადგურის მშენებლობას განიხილავს.

მართალია, გასულ წელს რუსეთმა აფრიკის ქვეყნებთან ვაჭრობა 20 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა, თუმცა რუსეთი აფრიკის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშიც ვერ ხვდება. პირველ ხუთეულში შედის ევროკავშირი, ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

რუსეთსა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებს შორის სამიტი პირველად გაიმართა, რისი მიზანიც კონტინენტის ქვეყნებზე რუსული გავლენის გაზრდა არის. 

კომენტარები