დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახი

ბრიტანეთის დედოფალმა თავისი ოთახიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის სურათი აიღო

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ბრიტანეთის დედოფალმა ელიზაბეტ II-მ, თავისი მისაღები ოთახიდან პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საერთო სურათი აიღო.

2018 წელს, Hello Magazine-ის მიერ დედოფლისთვის გადაღებულ ფოტოში, მაგიდაზე დადებული პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საერთო სურათი ჩანს.

განსხვავებით 2018 წლისგან, რამდენიმე დღის წინ გადაღებულ ფოტოებში ჩანს რომ დედოფალს მაგიდაზე პრინცი ჰარის და მეგან მარკლის საერთო სურათი აღარ უდევს. დედოფალს სურათები, 22 ოქტომბერს, ლაკიშა გრატთან შეხვედრისას გადაუღეს.

ფოტო: Getty Images

შესაძლოა, დედოფალმა პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის საერთო სურათი ოთახიდან მათი უკანასკნელი ინტერვიუს გამო აიღო. ინტერვიუებში ისინი საუბრობენ, რომ უკანასკნელი ერთი წელი მათთვის მძიმე იყო, რადგან მეგან მარკლი ინგლისური ტაბლოიდების მუდმივი თავდასხმის მსხვერპლი იყო.

მეგან მარკლიმ ინტერვიუებში ასევე თქვა, რომ მისთვის ორსულობის პერიოდი "ბრძოლა" იყო და ძალიან ცოტა ადამიანი ეკითხებოდა თავს როგორ გრძნობდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ყოფილი ცოლის ცემისთვის ბათუმში 29 წლის კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები