აშშ-საქართველო

აშშ-ის ხომალდი საქართველოს 25 ოქტომბერს დატოვებს - დღეს გემზე საზეიმო მიღება გაიმართა

ამერიკის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდი USS PORTER-ი ბათუმს 25 ოქტომბერს დატოვებს. დღეს გემზე საზეიმო მიღება გაიმართა - ქართულ დელეგაციას ამერიკულ ხომალდზე საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა და ამერიკული ხომალდის მეთაურმა, კაპიტანმა ქრეგ ტრენტმა უმასპინძლეს.

Arleigh Burke-ის კლასის მართვადი სარაკეტო გამანადგურებელი “USS Porter” (DDG 78) საქართველოს ტერიტორიულ წყლებში მეორედ იმყოფება. ის ბათუმში 22 ოქტომბერს შემოვიდა. სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრები გაიმართა საქართველოს სანაპირო დაცვის წარმომადგენლებსა და ხომალდის ეკიპაჟის წევრებს შორის.

25 ოქტომბერს დაგეგმილია ერთობლივი საზღვაო წვრთნები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სანაპირო დაცვის სადარაჯო ხომალდ „ოჩამჩირეს “ და აბორდაჟის ჯგუფების მონაწილეობით.

კომენტარები