ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიის შტატში ხანძრის გამო 2,000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო

AFP

აშშ-ის კალიფორნიის შტატში, სონომას ოლქში ტყის ხანძარი გაჩნდა, რის გამოც 2,000-მდე ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

ხანძარი 4000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო და მისი ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ხანძრის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს. ადგილზე მობილიზებულია 500 მეხანძრე და ვერტმფრენები.

ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია.

გასულ წელს ხანძრებს კალიფორნიაში 100-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კალიფორნიის შტატის ხელმძღვანელობამ ხანძრების თავიდან ასაცილებლად სხვადასხვა მეთოდს მიმართა. მიმდინარე წელს მათ შტატის 15 ოლქში 180,000-მდე შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუზღუდეს.

კომენტარები