ჰარი სტაილსი

ჰარი სტაილსი ტანსაცმელს “გიგანტურ მაცივარში” მუდმივი ზედამხედველობის ქვეშ ინახავს

0 კომენტარი
ფოტო: Getty Images

ჰარი სტაილი თავის ტანსაცმელს "გიგანტურ მაცივარში" ინახავს და მასზე დაკვირვება 24 საათის განმავლობაში შეუძლია - ამის შესახებ მომღერლის პარტნიორნმა დიზაინერმა, ჰარის რიდმა ისაუბრა.

მისი თქმით, ეს გიგანტური და გაყინული მაცივარია, რომელშიც კამერები არის ჩამონტაჟებული და აიპადის მეშვეობით სტაილს მათი ყურება შეუძლია.

"ვერ გეტყვით სად დგას ის. გიგანტურ მაცივარ გავს, ასევე გაყინულ სეიფს. ტანსაცმელი 24-საათიანი ზედამხედველობის ქვეშ არის, მათი ყურება კი აიპადით შეიძლება. ამასთან ერთად ტანსაცმელი იყინება, რომ უკეთ შენარჩუნდეს", - თქვა ჰარის რიდმა.

მისივე თქმით, მან ერთხელ ჰარი სტაილსს ტურნესთვის 15 კოსტიუმები შეუკერა. როდესაც მან კითხა სად ჰქონდა ისინი, სტაილსმა უპასუხა რომ სანერვიულო არაფერია, რადგან კოსტიუმები ზედამხედველობის ქვეშ იყო.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები