რუსული ოკუპაცია

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ EUMM-ის დამკვირვებლების დაკავების შემდეგ ფოტოებს ავრცელებს

0 კომენტარი
ფოტო: cominf.org

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოებს ავრცელებს, რომლებიც 24 ოქტომბერს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიზე დააკავეს და მალევე გაათავისუფლეს.

ე.წ. КГБ-ს კომენტარს და ფოტოებს ადგილობრივი მედია აქვეყნებს. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

"პროფილაქტიკური საუბრის მიმდინარეობისას სახელმწიფო საზღვრის დამრღვევებმა აღიარეს, რომ თითქოს შემთხვევით აღმოჩნდნენ სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე, "დაკარგეს ორიენტაცია და გზა აებნათ". თუმცა, თითოეული მათგანი იყო აღჭურვილი ნავიგაციის უახლესი მოწყობილობებით, სათვალთვალო და რადიოკომუნიკაციის საშუალებებით, ფოტო და ვიდეო აპარატურით", - აცხადებენ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-ში.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა ცოტა ხნით დააკავეს. ისინი უკვე გაათავისუფლეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერს, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა. მომხდარის შემდეგ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ჩორჩანა-წნელისის არეალში პატრულირება მნიშვნელოვნად გაზარდა. 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ტაბულას უთხრეს, რომ ამ საკითხზე დღეს, 25 ოქტომბერს, ერგნეთში მიმდინარე ტექნიკურ შეხვედრაზე იმსჯელებენ.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც უკრაინის მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა (ვიდეო)

კომენტარები