მიხეილ სააკაშვილი

სანიკიძე: უახლოეს დღეებში კიევში ჩასვლას და ქვეყნის სვე-ბედზე სააკაშვილთან საუბარს ვაპირებ

რუსთავი2

პარტია "გამარჯვებული საქართველოს" ერთერთი ლიდერი გუბაზ სანიკიძე "უახლოეს დღეებში" კიევში ჩასვლასა და მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას აპირებს. ამის შესახებ მან გადაცემა “მთავარ აქცენტებში” თქვა. მისი აზრით, "სააკაშვილი მოგვწონს თუ არ მოგვწონს, მოვლენაა ქართულ პოლიტიკაში"

"უახლოეს დღეებში ვაპირებ, ახალ წლებამდე ყველა შემთხვევაში, ჩავიდე კიევში, შევხვდე მიხეილ სააკაშვილს და ვისაუბროთ ჩვენი ქვეყნის სვე-ბედზე”, - აცხადებს სანიკიძე და აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მისი სქემა და ფორმულაა - "ყველა ერთის წინააღმდეგ”. ის აპირებს, რომ "ბევრი ტაბუ მოხსნას”.

ნიკა გვარამიას კითხვაზე, მხოლოდ საუბრით შემოიფარგლება ვიზიტი? სანიკიძე პასუხობს - “ვნახოთ. ბევრი შეკითხვაა იქიდანაც, აქედანაც”.

აქვე შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, გუბაზ სანიკიძე მიხეილ სააკაშვილმა TV პირველზე გაკეთებული განცხადებებისთვის შეაქო და დაწერა, რომ "მაგარი ორატორია ნამდვილად".

კომენტარები