რუსული ოკუპაცია

წულუკიანი EUMM-ის დამკვირვებლების გატაცებაზე: ეს უპრეცედენტო და ზღვარგადასულია

0 კომენტარი

საქართველოს იუსტიციის მინისტრის თქმით, საოკუპაციო ხაზთან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლების გატაცება უპრეცედენტო და ზღვარგადასულია.

"ეს მართლაც უპრეცედენტოა და ზღვარგადასულია უკვე. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველა საერთაშორისო ფორუმზე და მათ შორის, სტრასბურგის სასამართლოშიც არაერთი დავის ფარგლებში, მუდმივად აღვწერდით და ვასახელებდით ჩვენი მოქალაქეების გატაცების, მათდამი ცუდად მოპყრობის და რამდენიმე ტრაგიკულ შემთხვევაში, გარდაცვალების ფაქტებს ვასაჩივრებდით, ახლა უკვე ამას დაემატა საერთაშორისო დამკვირვებლების გატაცება, რაც არის სავალალო ფაქტი", - ამბობს თეა წულუკიანი.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა ცოტა ხნით დააკავეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერს, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-მ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოები გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები