რუსეთი-ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა

რუსეთი ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში სამხედრო ბაზის განთავსებას გეგმავს

ვლადიმირ პუტინი და ფოსტენ არშანჟ ტუადერა
Reuters

სოჭში პუტინსა და აფრიკის ქვეყნების ლიდერებს შორის გამართული სამიტის შემდეგ ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფოსტენ არშანჟ ტუადერამ თქვა, რომ ქვეყანაში რუსული სამხედრო ბაზის შექმნას განიხილავენ და სურთ, რომ ისინი იარაღით მოსკოვმა მოამარაგოს.

რუსეთ-აფრიკის პირველი სამიტი 23 ოქტომბერს გაიმართა და მიზანს აფრიკის კონტინენტზე რუსეთის გავლენების გაფართოება წარმოადგენს. სოჭში 54 აფრიკული ქვეყნის წარმომადგენლები ჩავიდნენ. მათ რუსეთთა სხვადასხვა ტიპის სამხედრო და სავაჭრო შეთანხმებები გააფორმეს.

რუსეთი ნიგერიას 12 Mi-35 Hind E-ტიპის საბრძოლო ვერტმფრენს მიაწვდის. ჯამში 2019 წელს რუსეთი აფრიკის ქვეყნებისათვის 4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების იარაღის მიყიდვას გეგმავს.

რუსეთი სამხრეთ აფრიკაში სამხედრო წვრთნისთვის ორ ზებგერით, მძიმე ბომბდამშენ Tupolev Tu-160 გაგზავნის.

როსატომი ეთიოპიასთან ატომური ელექტროსადგურის აშენებაზე აწარმოებს მოლაპარაკებებს.

რუსეთის სახელმწიფო განვითარების ბანკმა VEB, რუსეთის საექსპორტო ცენტრმა, აფრიკის იმპორტ-ექსპორტის ბანკმა და Societe Nationale des Petroles du Congo-მ ხელი მოაწერეს შეთანხმებას რომელიც კონგოს რესპუბლიკაში რეგიონულ ნავთობსადენში ინვესტირებას მოიცავს.

VEB-მა და რუსეთის ექსპორტის ცენტრმა ასევე ხელი მოაწერეს მემორანდუმს მაროკოს MYA Energy-სთან, რომელიც მაროკოში ნავთობგადამამუშავებელი ობიექტის დაფინანსებას შეეხება.

რუსეთის გეოლოგიური კვლევების კომპანია როსგეომ ხელი მოაწერა მემორანგუმებს და თანამშრომლობის შეთანხმებებს ევკადორულ გვინეასთან, სამხრეთ სუდანთან და რუანდასთან.

როსტექმა, რუსეთის ექსპორტის ცენტრმა, Vi Holding industrial group-მა და აფრიკის ექსპორტ-იმპორტის ბანკმა მიაღწიეს შეთანხმებას აფრიკაში წიაღისეულის მოპოვების სახელმწიფოთშორისი პლატფორმის შექმნაზე.

VEB, რუსეთის ექსპორტის ცენტრი და Gemcorp Capital-ი გამოყოფენ 5 მილიარდ აშშ დოლარს, რომელიც რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის ვაჭრობის ხელშეწყობას მოხმარდება. ეს აფრიკაში რუსეთის ექსპორტს გაზრდის, მათ შორის ანგოლაში, ეთიოპიაში, მოზამბიკასა და ზიმბაბვეში.

პუტინმა აფრიკის ქვეყნებს საბჭოთა პერიოდში დაგროვებული 20 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ვალიც გაუნულა.

პუტინმა ასევე თქვა, რომ მზადაა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკასა და სუდანში არსებული სიტუაციის დასტაბილურებაში მიიღოს მონაწილეობა.

ბოლო ხუთ წელიწადში რუსეთსა და აფრიკის ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა 17%-ით გაიზარდა და 20 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. პუტინს მიაჩნია, რომ მომდევნო 4 წელიწადში ამის გაორმაგებაა შესაძლებელი.

მართალია, გასულ წელს რუსეთმა აფრიკის ქვეყნებთან ვაჭრობა 20 მილიარდ აშშ დოლარამდე გაზარდა, თუმცა რუსეთი აფრიკის ყველაზე დიდ სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშიც ვერ ხვდება. პირველ ხუთეულში შედის ევროკავშირი, ჩინეთი, ინდოეთი, აშშ, არაბთა გაერთიანებული საამიროები.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 3 რუს ჟურნალისტს უცნობი პირები დაესხნენ თავს და მოკლეს. გადარჩენილი მძღოლის მიხედვით თავდამსხმელები ბუჩქებში იყვნენ ჩასაფრებული და მიახლოებისას მათ მანქანას ცეცხლი გაუხსნეს. სამივე ჟურნალისტი ადგილზე დაიღუპა. ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროც ადასტურებს.

ისინი რუსული ონლაინ საინფორმაციო ორგანიზაციის, "გამოძიების კონტროლის ცენტისათვის" მუშაობდნენ, რომელსაც ყოფილი რუსი ნავთობმაგნატი, მიხაილ ხადარკოვსკი აფინანსებს.  ორგანიზაციას წასრულში პუტინთან დაკავშირებული პირების კორუფციული გარიგებების შესახებ რამდენიმე გამოძიება აქვს ჩატარებული.

ორჰან ჯემალი, ალექსანერ რასტორუნიევი და კირილ რადჩენკო სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში სწორედ დაქირავებული რუსი სამხედროების, ე.წ. "ვაგნერის" ჯგუფის საქმიანობას იძიებდნენ.

"ვაგნერი" ფართო ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც 7 თებერვალს სირიაში, დირ ეზ-ზურის პროვინციაში აშშ-ის კოალიციასა და ასადის რეჟიმის ძალებს შორის შეტაკების შედეგად ასადის ძალების მხარეს მებრძოლი დაქირავებული რუსი მეომრები დაღუპნენ.

ადგილობრივი და საერთაშორისო მედიის მიხედვით "ვაგნერი" სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაშიც ოპერირებს. გასულ წელს ქვეყნის უსაფრთხოების ძალებს რუსეთმა იარაღი მიაწოდა და საწვრთნელად ასობით სამხედრო ინსტრუქტორი გაუგზავნა. რუსეთი უარყოფს, რომ "ვაგნერის" მებრძოლები ქვეყანაში მათი ბრძანებით იმყოფებიან.

გაზეთ Neue Zürcher Zeitung-ის მიხედვით გასული წლის მაისში ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 1,400 დაქირავებული რუსი სამხედრო იმყოფებოდა.

მიმდინარე თვეს ჟურნალისტური გამოძიების დამოუკიდებელი პლატფორმის Proekt-ის რედაქტორმა რომან ბადანინმა თქვა, რომ რუს ჟურნალისტებს, რომლებიც აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში რუსული კერძო სამხედრო კომპანიების საქმიანობას იძიებენ ემუქრებიან.

"ვაგნერის" და სხვა რუსული კერძო სამხედრო კომპანიების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

კომენტარები