კრიმინალი

თბილისის ერთ-ერთი კლუბში, სავარაუდოდ, დაცვამ ამერიკის მოქალაქეებს სცემა

გუშინ, 25 ოქტომბრის ღამით, თბილისის ერთ-ერთ რესტორანში ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს სცემეს.

ინფორმაციას ამის შესახებ ჟურნალისტი ნინო ხაჟომია ავრცელებს.

"გამთენიისას ჩემი ამერიკელი მეგობრების ოჯახი რესტორან სულთანის დაცვამ სცემა მხოლოდ იმიტომ რომ 3500 ლარიანი ჩეკი მოუტანეს და ბარათით არ გადაიხადო წადი მოხსენიო. რა თქმა უნდა ჩეკიც გაბერილი იყო", - წერს ხაჟომია ფეისბუქზე.

მომხდარ ფაქტს ადასტურებენ შინაგან საქმეთა სამინისტროში. უწყებაში ამბობენ, რომ საქმე ამერიკის ორ მოქალაქეს ეხება და გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა "ბ" და "გ" პუნქტებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ორი ან მეტი პირის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე მიმდინარეობს გამოკითხვები.

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოში ამბობენ, რომ მოქალაქეებს მათთვის არ მიუმათავთ.

ტაბულა ცდილობს დაუკავშირდეს ამერიკის მოქალაქეებს.

კომენტარები