ბათუმის მერიის მაღალჩინოსნების საქმე

მოსამართლე მოწმეს: შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ

ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილი
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა დაკითხვის დროს მოწმეს სთხოვა, "ოკუპანტის ენაზე" არ ესაუბრა. 

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, 25 ოქტომბერს მერიის მაღალჩინოსნების საქმეზე მოწმის სტატუსით "კონვერტ ჯორჯიას" წარმომადგენელ ვახტან ჩიქოვანს კითხავდნენ, რომელმაც ძველი ამბების გახსენების დროს, რამდენიმე რეპლიკა რუსულად თქვა. 

"აქ შეიძლება ვინმემ იცის ოკუპანტის ენა, რუსული, მაგრამ მე არ ვიცი, ქართულად ისაუბრეთ, გთხოვთ", - ასე მიმართა მოსამართლე მამისეიშვილმა მოწმეს. 

30 მაისს დიდი ოდენობის თანხის მართლსაწინააღმდეგოდ გაფლანგვისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტებზე, ბათუმის მერიის 7 მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მერი, გიორგი ერმაკოვი დააკავეს. საქმის 4 ფიგურანტი სასამართლო დარბაზიდან 24 სექტემბერს გაათავისუფლეს. 

კომენტარები