ჩეჩნეთი

ჩეჩნური არხი: გროზნოს ყოფილი მერი, ისლამ კადიროვი მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებდა

ჩეჩნურმა სამთავრობო არხმა ЧГТРК «Грозный» ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ჩანს, რომ გროზნოს უკვე ყოფილი მერი, რამზან კადიროვის ნათესავი ისლამ კადიროვი მოქალაქეებს ელექტროშოკით აწამებს. 

არხი აღნიშნავს, რომ მათი ინფორმაციით, კადიროვის მერობის პოსტიდან გადადგომის მიზეზი სწორედ ეს გახდა. 

სიუჟეტის ავტორი ამბობს, რომ კადრები, რომლებსაც მაყურებლები ხედავენ, "ფარული კამერით გადაღებული კადრები ან დადგმა არ არის" და რეალურია. 

პროპაგანდისტული ЧГТРК «Грозный» მიუთითებს, რომ კადრები ისლამ კადიროვის პირადი ოპერატორის მიერ არის გადაღებული, თუმცა, მისი მუშაობის მეთოდები საჯარო არ უნდა გამხდარიყო. სიუჟეტი ავტორი ამასთანავე აღნიშნავს, რომ კადიროვის მერობის დროს გროზნომ მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადა. 

ასევე, არხის განცხადებით, ყველა იმ ფაქტზე, რაც ვიდეოზეა აღბეჭდილი, გამოძიება დაწყებულია. 

სიუჟეტში ნათქვამია, რომ კადიროვი ცდილობდა, აღიარებითი ჩვენება მოეპოვებინა თაღლითებისგან, რომლებიც მოქალაქეებისგან სახლების აშენების დაპირების სანაცვლოდ ფულს მოტყუებით იღებდნენ. მათ შორის ქალებიც არიან. ისინი დანაშაულს არ აღიარებენ და კადიროვს არაფერი რჩებოდა, გარდა იმისა, რომ მსგავსი მეთოდებისთვის მიემართა, რათა ფული მათ მფლობელებს დაბრუნებოდათ

კადრებში ჩანს, რომ კადიროვი უყვირის მოქალაქეებს, მათ შორის მოხუცებს. მაგალითად, ერთ ქალს, იმისთვის, რომ მან "თანამზრახველების" გვარი დაასახელოს, აწამებს როგორც ელექტროშოკით, ასევე, ესვრიის სხვადასხვა ხერხს და მიმართავს ფსიქოლოგიური ზეწოლის ხერხებს. 

ისლამ კადირივი გროზნოს მერის თანამდებობას 2012 წლიდან 2017 წლამდე იკავებდა.

 

კომენტარები