პირდაპირი ფრენები

ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენები

boeing.com

20 ოქტომბერს ნიუ-იორკიდან სიდნეიმდე განხორციელდა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი რეისი.

როგორც ავიაკომპანია Qantas იუწყება, სატესტო ფრენამ 19 საათსა და 16 წუთს გასტანა. ბორდზე კი მგზავრებისა და ეკიპაჟის ჩათვლით 49 ადამიანი იმყოფებოდა. თვითმფრინავს მთლიანობაში 16 200 კილომეტრის დაფარვა მოუხდა.

ავიაკომპანია ნოემბერში გეგმავს იმასაც, რომ დაამატოს პირდაპირი ფრენები ლონდონიდან სიდნეიმდე.

2019 წლის მონაცემებით, ხუთი ყველაზე ხანგრძლივი პირდაპირი ფრენა ამდენ ხანს გრძელდება:

  1. ნიუ იორკი - სიდნეი, 19 საათი და 16 წუთი
  2. სინგაპური - ნიუ იორკი, 17 საათი და 52 წუთი
  3. ოკლენდი (ახალი ზელანდია) - დოჰა, 17 საათი და 30 წუთი
  4. ჰიუსტონი - სიდნეი, 17 საათი
  5. პერთი - ლონდონი, 17 საათი

 

კომენტარები