ძალოსნობა

ანტონ პლესნოიმ ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა

საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია

საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა, ანტონ პლესნოიმ, რუმინეთში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე ატაცში ოქროს მედალი მოიპოვა. 

წარმოშობით უკრაინელმა პლესნოიმ 168/173 კილოგრამი დაძლია და 9 კილოგრამით აჯობა ასევე უკრაინელ სპორტსმენს.  

ბუქარესტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ამ დროისთვის საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრების ანგარიშზე 12 მედალია.

კომენტარები