აშშ-ის ეკონომიკა

აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი 1 ტრილიონამდე გაიზარდა

მიმდინარე ფინანსურ წელს აშშ-ის ბიუჯეტის დეფიციტი, 205 მილიარდი დოლარით გაიზარდა და თითქმის 1 ტრილიონი დოლარი შეადგინა.

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეფიციტი მოსალოდნელზე ნაკლებად გაიზარდა. დეფიციტმა აშშ-ის მშპ-ს 4,6% შეადგინა. 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში პოზიტიურად არის შეფასებული პრეზიდენტის ეკონომიკური პოლიტიკა. განსაკუთრებული ყურადღებაა გამახვილებული, უმუშევრობის რეკორდულად დაბალ მაჩვენებელზე ბოლო 50 წლის განმავლობაში. ამავდროულად, უწყების მიზანი ისეთი ბიუჯეტის დამტკიცება იქნება, რომელშიც მაქსიმალურად იქნება შემცირებული გაბერილი, ან არასაჭირო ხარჯები.

უწყების ინფორმაციით, წელს გაიზარდა ბიუჯეტის შემოსავლები როგორც ფიზიკური პირებისგან, ასევე, კორპორაციებისგანაც. გაიზარდა შემოსავლები საბაჟო ტარიფებადანაც.

წელს ამერიკის ბიუჯეტის ხარჯვა 8,2%-ით გაიზარდა. 

კომენტარები