ჯეფ ბეზოსმა შესაძლოა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგოს

ჯეფ ბეზოსი
Reuters

ბოლო დღეების განმავლობაში Amazon-ის დამფუძნებლის ჯეფ ბეზოსის ქონება საგრძნობლად შემცირდა. ამის მიზეზი კომპანიის წინა კვარტლის ფინანსური ანგარიშია. 

Amazon-ის დამფუძნებლისა და ხელმძღვანელის ჯეფ ბეზოსის ქონება ბოლო ორ დღეში 7 მილიარდი დოლარით შემცირდა. ყველაფერი მას შემდეგ დაიწყო, რაც კომპანიამ მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. 

24 ოქტომბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამი იყო, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მიმდინარე წლის მესამე კვარტალში Amazon-ის შემოსავალი 500 მილიონი დოლარით, 3,2 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. 

კიდევ უფრო მეტით შემცირდა კომპანიის წმინდა მოგება. კლება 800 მილიონ დოლარია. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში Amazon-მა 2,1 მილიარდი დოლარის წმინდა მოგება მიიღო. 

ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთის განმავლობაში კომპანიის აქციების ფასი, დაახლოებით 9%-ით შემცირდა, რაც ჯეფ ბეზოსს 7 მილიარდ დოლარად დაუჯდა. ამ დროისთვის Amazon-ის ერთი აქციის ფასი 1,600 დოლარია.

თუ კი კომპანიის აქციებზე ფასის ვარდნა გაგრძელდება შესაძლოა ბეზოსმა მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის სტატუსი დაკარგოს. ბოლო მონაცემებით, ბეზოსის ქონება 111 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო მისი ყველაზე ახლო კონკურენტის, ბილ გეიტსის 107 მილიარდს. 

ოქტომბერში ცნობილი გახდა, რომ ბეზოსის ქონება წელს 46 მილიარდი დოლარით შემცირდა. ამ შემცირების მიზეზი ცოლთან დაშორება და ქონების გაყოფა იყო. გაყრის შედეგად გეიტსის ყოფილ მეუღლეს, მაკკენზიე ბეზოსს Amazon-ის აქციების 4% ერგო. ეს ნომინალურად, თითქმის 40 მილიარდი დოლარია. 

მაკკენზი ბეზოსმა მალევე განაცხადა, რომ აქციების ნახევარს საქველმოქმედო მიზნებისთვის გაიღებდა. ძვირადღირებული განშორების მიუხედავად, ჯეფ ბეზოსმა პლანეტის უმდიდრესი ადამიანის სტატუსი მაინც შეინარჩუნა. 

კომენტარები