დეზიონფორმაცია ფეისბუქზე

დეზინფორმაციის კამპანია FACEBOOK-ზე - ISFED-მა კოორდინირებული სქემები შეისწავლა

0 კომენტარი

"2020 წლის არჩევნების წინ FACEBOOK-ზე დეზინფორმაციის კამპანია გააქტიურდა, რომლის მთავარი სამიზნე სამოქალაქო ორგანიზაციები და ატივისტები არიან," - ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები" მსგავსი კამპანიების შესწავლის შედეგებს აქვეყნებს. 

ISFEDI-ის ინფორმაციით, კამპანიის უკან მდგარი ანონიმური პირები იყენებემ წინასწარ დამუშავებულ დეზინფორმაციულ მესიჯებს, აქტივისტებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების მიმართ საზოგადოების უარყოფითი რეაქციის გამოსაწვევად. 

„სამართლიანმა არჩევნებმა“ შეისწავლა ერთერთი ასეთი კამპანიის ანატომია, რომლის ფარგლებშიც კოორდინირებული საეჭვო ქცევის რამდენიმე სუბიექტი გამოვლინდა, რომლებიც დისკრედიტაციის კამპანიას ორგანიზებულად და კოორდინირებულად აწარმოებენ.

17 ოქტომბერს „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ გამოქვეყნა საქართველოს 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის ანალიზი, რომელიც კრიტიკულ მოსაზრებებს შეიცავდა 2020 წლის არჩევნების კონტექსტში პენსიებისა და სხვა საბიუჯეტო ხარჯვის შესახებ.

აღნიშნული კვლევა გააკრიტიკა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, აკაკი ზოიძემ, რომელმაც განაცხადა, რომ თითქოს ორგანიზაცია მოუწოდებდა ხელისსუფლებას „არ გაებედათ პენსიების მომატება.“

ISFED-ის მოკვლევის შედეგად გაირკვა, რომ აკაკი ზოიძის აღნიშნული რეპლიკა ერთმანეთის მიყოლებით, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით განთავსდა ცრუ მედიის რამდენიმე გვერდზე, სადაც მთავარი მესიჯი კვლავ დეზინფორმაციული რეპლიკა - „არ გაბედოთ პენსიის მომატება“ იყო.

რამდენიმე საათში აღნიშნული მანიპულაციური მესიჯბოქსის პარალელურად, ანონიმურ დისკრედიტაციულ გვერდებზე განთავსდა დეზინფორმაციული ფოტო მანიპულაცია, რომელიც ეკა გიგაურს მიაწერს დამამცირებელ ფრაზას პენსიონერების შესახებ.

აღნიშნული მანიპულაციური ფოტოს ორი ვერსია გამოქვეყნდა ერთმანეთთან დაკავშირებულ გვერდებზე - „ორი გვამი უნდათ“ და „იყავი და გაგეკეთებინა“. იმავე შინაარსის პოსტი დაიდო გვერდზე „პოლიტიკური სანაგვე“.

"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, მოგვიანებით ამ ორ გვერდზე პოსტები წაშალეს. ორგანიზაცია ვარაუდობს, რომ წაშლის მიზეზი იყო, რომ არ გამოჩენილიყო კოორდინირებული ქცევა, რაც ფეისბუქის სტანდარტით აკრძალულია.

"სამართლიანმა არჩევნების“ მოკვლევიდან ჩანს, რომ ანონიმური გვერდები: „ორი გვამი უნდათ“, „იყავი და გაგეკეთებინა“, „პოლიტიკური სანაგვე“ და „პოლიტიკური იუმორი“ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული გვერდებია და ორგანიზებულად, ერთიანი გზავნილებით ესხმიან თავს ოპონენტებს, კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს.

ამ გვერდების ურთიერთკავშირს ISFED-ი მათთან დაკავშირებული „ფეისბუქ“ ჯგუფების ანალიზით წარმოაჩენს. კერძოდ, ეს ჯგუფებია - „win[1]” და „ახალი ამბები[2]“, რომელთაც, 21 ოქტომბრის მდგომარეობით, ჯამში 439,854 გამომწერი ყავს. ქვედა გრაფაზე წარმოდგენილია ამ ორი ჯგუფის ადმინისტრატორები 21 ოქტომბრის მდგომარეობით. ორივე ჯგუფს უმეტესად ერთი და იგივე პროფილები და გვერდები უწევს ადმინისტრირებას.

გვერდებს სხვა მკაფიო მახასიათებლები რაც მათ ორგანიზებულობაზე და მაღალი ხარისხის კოორდინაციაზე მიუთითებს:

ანონიმურობა - ყველა გვერდი ანონიმურია, ანუ უცნობია, თუ ვინ მართავს ამ გვერდებს.

იდენტური პოსტები - გვერდებზე გამოქვეყნებული პოსტები შინაარსითაც და ვიზუალურადაც თითქმის იდენტურია და ერთიანი მესიჯ-ბოქსის გავრცელებას ისახავს მიზნად

დასპონსორება - გვერდები შერჩევითად, ერთდროულად ან მონაცვლეობით ასპონსორებენ პოსტებს.

პოსტების ერთდროულად გავრცელება - გვერდები ერთმანეთს თანმიმდევრობით, რამდენიმე წუთიანი ინტერვალით აქვეყნებენ ერთგვაროვანი შინაარსის პოსტებს, როგორც გვერდის ორიგინალ კონტენტს.

"სამართლიან არჩევნებს" გვერდებს შორის  კოორდინირებული არაავთენტური ქცევის მაგალითებიმოჰყავს. მაგალითად, 2019 წლის 26-27 ივნისს აღნიშნულ გვერდებზე იდენტური პოსტები ფოტოების სახით განთავსდა.  ფოტოებზე აღბეჭდილია ოპოზიციური პარტების ლიდერების ფართო სპექტრი, რომელთაც თან ახლავს იარლიყი „დასაჭერია“

„სამართლიანი არჩევნები“ მიმართავს „ფეისბუქს“ გადაამოწმოს აღნიშნული გვერდების, ჯგუფებისა და მათთან დაკავშირებული ინდივიდუალური „ფეისბუქ“ პროფილების ქცევა და პლატფორმის სტანდარტების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში გაატაროს შესაბამისი ზომები.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები