სახანძრო-სამაშველო

გიორგი გახარიამ ზუგდიდელებს, სახანძროს შენობის დიდხანს მშენებლობისთვის, ბოდიში მოუხადა

გიორგი გახარია
პრემიერმინისტრის პრესსამსახური

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ ზუგდიდელებს სახანძროს შენობის დიდხანს მშენებლობისთვის ბოდიში მოუხადა. გახარიამ სამეგრელო ზემო-სვანეთის ახალი სახანძრო-სამაშველო შენობა გახსნა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის სრულყოფილად აღჭურვილი, ყველაზე დიდი სახანძრო-სამაშველო ობიექტი, სადაც ყველაფერი ერთად იქნება კონცენტრირებული.

"გამაღიზიანებელი იყო დაუსრულებელი მშენებლობა ქალაქის ცენტრში. თუმცა, როგორც დავპირდით, დავიწყეთ და სწრაფად დავასრულეთ. აქ დღეიდან ყოველდღიურად იქნება 20 მეხანძრე-მაშველი. იქნება ქიმიური უსაფრთხოების ზედამხედველობის დანაყოფებიც. ამ შენობაში ყველაფერი იქნება ერთად კონცენტრირებული. ეს იქნება ძალზედ ეფექტური ინსტრუმენტი იმისთვის, რომ ჩვენ ვებრძოლოთ ხანძარს პირველ რიგში და რა თქმა უნდა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის სამაშველო სამსახური, რომელიც არის ამ ობიექტის მოვალეობა," - თქვა გახარიამ. 

კომენტარები