იაპონია

აღმოსავლეთ იაპონიაში ქარიშხალს, წყალდიდობას და მეწყერს 10 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

0 კომენტარი
ფოტო: AP

აღმოსავლეთ და ჩრდილო-აღმოსავლეთ იაპონიაში ქარიშხალს, ძლიერ წვიმას, წყალდიდობასა და მეწყერს ათი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულია სამი ადამიანი. 

ჩიბასა და ფუკუშიმას პრეფექტურაში მეწყერი ჩამოწვა. მთავრობა მოსახლეობას აფრთხილებს, რომ მეწყერის ჩამოწოლის საშიშროება კვლავ არსებობს.

აღმოსავლეთ პროვინციებში გამოცხადებულია ევაკუაცია. ქარიშხალმა უკვე გადაიარა, თუმცა ასობით მოქალაქე საევაკუაციო თავშესაფარში რჩება.

კამოგავაში და ჩიბაში, დაახლოებით, 4 700 საცხოვრებელ სახლს წყალი არ მიეწოდება. ზოგიერთი სატრანსპორტო სერვისი შეჩერებულია.

სმარტფონების ეკრანის მწარმოებელმა ფირმამ Japan Display Inc ჩიბაში, მობარას ქარხანაში ელექტროენერგიის მიწოდების შეჩერების გამო შაბათს პროდუქციის წარმოება შეაჩერა.

ორი კვირის წინ იაპონიაში ტაიფუნს ჰაგიბი 77 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ტაიფუნის შედეგად, 7 მილიონი მოქალაქის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

წალკაში 85 წლის პირი დააყაჩაღეს და მოკლეს, შსს-მ 2 კაცი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები