დონალდ ტრამპი

ტრამპი Apple-ის დირექტორს: აიფონის [ეკრანზე] ღილაკი ბევრად უკეთესი იყო

ტიმ კუკი და დონალ ტრამპი
GETTY IMAGES

"ტიმს: აიფონზე ღილაკი ბევრად უკეთესი იყო, ვიდრე [თითის] ასმა!" - აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კომპანიის Apple აღმასრულებელ დირექტორს ტიმ კუკს Twitter-ზე მიმართა.

უცნობია, Apple-ის სმართფონის რომელი განახლებული მოდელი აქვს პრეზიდენტ ტრამპს - iPhone X, iPhone XS, iPhone XR, iPhone 11 თუ iPhone Pro.

2017 წლიდან მას შემდეგ, რაც iPhone X გამოვიდა, Apple ეკრანზე ღილაკიან სმართფონებს აღარ აწარმოებს. უკანასკნელი მოდელის აიფონი, რომელსაც ეკრანზე ღილაკი ე.წ. Home Button ჰქონდა iPhone 8 იყო. ახალი მოდელის აიფონებს ეკრანზე ღილაკის ნაცვლად ე.წ. Swipe, თითის ასმის ფუნქცია აქვს.


ფოტო: Apple

კომენტარები