საპატრიარქო

გახარია: რაც მეუფე იაკობმა თქვა პატრიარქის გადაყენებაზე, პირველად მესმის

0 კომენტარი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია არ ადასტურებს ბოდბელი ეპისკოპოსის იაკობის ნათქვამს, რომ ის, ექსპრემიერი გიორგი კვირიკაშვილი და შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მეუფეს პატრიარქის გადაყენებასა და მის ნაცვლად მოსაყდრე შიოს დანიშვნაზე "ეჩალიჩებოდნენ". 

"პირველად გავიგე ეს ამბავი და ცოტა შოკირებული ვარ, მაგრამ ამის შემდეგ მახსენდება, რომ ეს ის მეუფეა, რომელიც ამბობდა, გახარია პრემიერი თუ გახდა, ჩამოვაგდებო," - ამბობს გახარია. 

პრემიერმინისტრის თქმით, ამ საკითხზე მისი სერიოზული კომენტარი ისაა, რომ პატრიარქი ილია II უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში წარსულის, დღევანდელობის და მომავლის სიმბოლოა.

"ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენ სახელმწიფოებრიობას კრავს" - ამბობს გახარია. 

შეკითხვაზე, რატომ აკეთებს მეუფე იაკობი ასეთ განცხადებებს, გახარია პასუხობს, რომ ეს ჟურნალისტებმა თავად მეუფეს უნდა ჰკითხონ. 

"მსგავსი სისულელეები უკვე საზღვარს გადასცდა. ერთხელ და სამუდამოდ უნდა გამოვიდეთ ამ პოლიტიკური კულტურიდან - მეწაღემ წაღებუ უნდა შეკეროს, ბანკირმა ბანკს უნდა მიხედოს, მეპურემ პური უნდა გამოაცხოს, მეუფემ ეკლესიაში უნდა იაროს და პოლიტიკას თავი დაანებოს,"- ამბობს გახარია.

მეუფე იაკობმა 26 ოქტომბერს ტვ პირველის ეთერში სატელეფონო ჩართვისას თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. 

"მაგ სამი კაცისთვის ვინმეს რომ არ დაევალებინა... პირდაპირ ბრძოლად ვუცხადებ ვინც მაგათ ეგ დაავალა. მითხრეს, რომ... პირდაპირ გეტყვით, ვანოს ჩხარტიშვილის ის იყო ბიძინასთან... ბიძინამ კიდე ამათ დაავალა. მაგათ ყველას აწი მე მივხედავ,"- თქვა მეუფე იაკობმა. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მოპედის ქურდობისთვის თბილისში ერთი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები