ჩილე

ჩილეში მთავრობის საწინააღმდეგო აქციებს 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა [VIDEO]

0 კომენტარი
ფოტო: Twitter

ჩილეს პრეზიდენტის სებასტიან პინერას მიერ დაპირებული სოციალური რეფორმების მიუხედავად, ჩილეს სხვადასხვა ქალაქში მთავრობის წინააღმდეგ პროტესტი უკვე 1 კვირაა გრძელდება. 25 ოქტომბერს დედაქალაქ სანტიაგოში აქციას 1 მილიონზე მეტი ადამიანი შეუერთდა - ეს ჩილეს მოსახლეობის 5% არის.

პარალელურად აქციები ჩილეს ყველა დიდ ქალაქში გაიმართა. 

ქვეყანაში საპროტესტო აქციები მეტროზე ფასების ზრდას მოჰყვა და როგორც მომიტინგეები ამბობენ, ზოგადად გაზრდილი ფასებისა და ქვეყანაში არსებული უთანასწორობის წინააღმდეგ აქციებში გადაიზარდა. გუშინდელ აქციაზე მომიტინგეები პრეზიდენტ პინერას გადადგომასაც ითხოვდნენ.

"ჩვენ სამართლიანობას, გულწრფელობას, წესიერ მთავრობას ვითხოვთ," - თქვა ერთერმა მომიტინგემ.

პრეზიდენტმა სებასტიან პინერამ თქვა, რომ მთავრობამ ხალხის მესიჯი მიიღო.

"ჩვენ ყველანი შევიცვალეთ. დღევანდელი მხიარული და მშვიდობიანი მსვლელობა, სადაც ჩილეელებმა უფრო სამართლიანი და გაერთიანებული ჩილე მოითხოვეს, მომვალის იმედიან გზას ხსნის," - წერს სებასტაინ პინერა თავის Twitter-ზე.

მილიონიანი პროტესტის დღეს კონგრესის შენობიდან პოლიტიკოსები ქალაქ ვალპარაისოში გადაიყვანეს.

წინა დღეებისგან განსხვავებით აქციამ მშვიდობიანად ჩაიარა. გასულ დღეებში მომიტინგეთა და სპეცრაზმის შეტაკებას 18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მომიტინგეებმა დაწვეს ავტობუსები, დააზიანეს მეტროს სადგურები. პოლიციამ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი. ამჟამად დაკავებულია 6000-ზე მეტი ადამიანი. შეტაკების დროს 170-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ვანო მერაბიშვილმა საპატიმრო დატოვა (LIVE)

კომენტარები