კანიე უესტი

კანიე უესტი: მე ყველა დროის საუკეთესო არტისტი ვარ

Billboard.com

კანიე უესტმა რადიო Beats 1-ში საკუთარ თავზე ისაუბრა და თქვა, რომ ის ყველა დროის საუკეთესო არტისტია.

"ყოველგვარი კითხვებისა და ეჭვების გარეშე, მე ყველა დროის საუკეთესო ადამიანი არტისტი ვარ. ეს უკვე საკითხავიც აღარ არის", - თქვა კანიე უესტმა.

გუშინ, რეპერის ახალი ალბომი "Jesus is king" გამოვიდა, სადაც 11 სიმღერა არის შესული და რამდენიმე მათგანი რელიგიური ხასიათისაა.

ამასთან ერთად, კანიე უესტი გამოტყდა, რომ ალბომზე მომუშავე ადამიანებს თხოვდა ქორწილამდე სექსისგან თავი შეეკავებინათ.

"იყო მომენტები, როდესაც ვთხოვდი ჩემთან მომუშავე ადამიანებს, ქორწილამდე სექსი არ ჰქონოდათ, სანამ ალბომზე ვმუშაობთ", - თქვა კანიე უესტმა.

რადიოში, კანიე უესტმა, მის ბრენდზე Yeezy-ზე ისაუბრა, რომელიც ახლახან პარიზის მოდის კვირეულზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, მას სურს რომ ამ ბრენდის საშუალებით "წარმოება დაუბრუნოს ამერიკას".

"ღმერთი მიყენებს, რათა შოუ დავდგა. ნაბუქოდონოსორი იყო ბაბილონის მეფე, რომელმაც გადახედა თავის სამეფოდ და თქვა - მე ვქენი ეს. ძალიან მსგავსი ისტორიაა, არა? მე ვდგავარ მთის მწვერვალზე, ვსაუბრებ Yeezus-ზე და ვამბონ - მე ქვენი ეს, მე ღმერთი ვარ", - თქვა კანიე უესტმა.

მთა, რომელზეც კანიე უესტი საუბრობს, არის სცენა Yeezus-ის ტურნეს დროს 2013/2014 წლებში. მაშინ, სცენაზე, კანიე უესტის გამოჩენას იესო ქრისტეს გამოჩენას ადარებდნენ.

კომენტარები