ელიზაბეთ რუდი

რუდი: მოვუწოდებთ რუსეთს და ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას სიტუაციის დეესკალაციისკენ

0 კომენტარი
ელიზაბეთ რუდი ფოტო: საქართველოს თავდაცვის სამინისტრო

საქართველოში აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები დაკავების გამო შეშფოთებას გამოთქვამს:

"ამერიკის შეერთებული შტატები მოუწოდებს რუსეთის ფედერაციასა და სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, რომ გამოიყენონ ყველა შესაძლო საშუალება, რათა მოხდეს სიტუაციის დეესკალაცია." თქვა მან.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კი ოკუპანტებმა დამკვირვებლები დააკავეს. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეუიარაღებელი სამოქალაქო დამკვირვებლები ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე პატრულირების დროს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ უსაფრთხოების შეიარაღებულმა პირებმა დროებით დააკავეს. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გავრცელებულ განცხადებაში წერდა, შემთხვევა 24 ოქტომბერს, შუადღით საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხდა.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. КГБ-მ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების ფოტოები გაავრცელა. ოკუპირებული ცხინვალი ირწმუნება, რომ მისიის წარმომადგენლებმა ე.წ. საზღვარი გადაკვეთეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თურქეთიდან საქართველოში 508 აბი სუბუტექსის შემოტანისთვის თბილისის აეროპორტში 1 პირი დააკავეს

კომენტარები