And Then We Danced

And Then We Danced საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს, 3 დღით გამოვა

"თბილისი პრაიდი" ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე წერს, რომ ლევან აკინის ფილმი "And Then We Danced" საქართველოს კინოთეატრებში 8 ნოემბერს გამოვა, თუმცა, ჯერ-ჯერობით მხოლოდ 3 დღით.

მათივე ინფორმაციით, საჯარო ჩვენებას მსახიობები უსაფრთოებასთან დაკავშირებული მიზეზების გამო ვერ დაესწრებიან.

შეგახსენებთ, რომ წარმოშობით ქართველი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმი And Then We Danced ოსკარის 92-ე ცერემონიაზე შვედეთის სახელით უცხოენოვანი ფილმების კატეგორიაში გაიგზავნება.

ორი ბიჭის გეი სიყვარულზე გადაღებული ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director’s Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა.

ლევან აკინის დრამამ ისეთ ფილმებს და რეჟისორებს გაუსწრო, როგორიცაა კვენტინ ტარანტინო, დექსტერ ფლეტჩერი და სხვები. 

ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

კომენტარები