უბედური შემთხვევა

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს

metro.us

თბილისში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მამაკაცის ცხედარი იპოვეს.

როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ცხედარი 300 არაგველის მემორიალის მიმდებარე ტერიტორიაზე იპოვეს.

უწყების ინფორმაციით, გარდაცვლილი საშუალო ასაკის მამაკაცია.

მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

კომენტარები