კრიმინალი

ტაქსის მძღოლის მკვლელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს

ვარკეთილში მომხდარი მკვლელობის ფაქზე ერთი პირი დააკავეს.

ტაბულას შსს-ში უთხრეს, რომ დაკავებული 1996 წელს დაბადებული მამაკაცია.

როგორც გამოძიებით დგინდება, დაკავებულმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ტაქსის მძღოლს ცივი იარაღით სასიკცდილო ჭრილობა მიაყენა.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

კომენტარები