ჰარვი ვაინშტაინის საქმე

ჰარვი ვაინშტაინი Actor’s Hour-ზე გამოჩნდა და მსახიობებმა მისი გაგდება მოითხოვეს (VIDEO)

0 კომენტარი

მრავალი ქალის, მსახიობის, სტაჟიორის სექსუალურ შევიწროებასა და გაუპატიურებაში ბრალდებული ვაინშტაინი, რომელიც კინოინდუსტრიამ განდევნა, პოპულარულ ივენთზე Actor’s Hour გამოჩნდა. პროდიუსერის შენობაში ყოფნის გამო, რამდენიმე მსახიობმა უკმაყოფილება რადიკალურად გამოხატა. 

ახალგაზრდა მსახიობმა და დრამატურგმა ზოი სტაკლესმა ვაინშტაინთან ერთ ოთახში ყოფნაზე უარი თქვა. მან საჯაროდ გამოხატა საკუთარი პოზიცია და არც ემოციები შეუკავებია. 

"არავინ აპირებს ხმის ამოღებას? მოძალადისგან 4 ნაბიჯში ვდგავარ, და არაფერს იტყვით?!" ყვიროდა მსახიობი ვაინშტაინის მაგიდის გვერდით და პროდიუსერისკენ თითს იშვერდა. 

ვაინშტაინის გამოჩენამ stand-up კომიკოსებიც არ დატოვა გულგრილი. გამოსვლისას, რამდენიმე მათგანმა აღნიშნა, რომ მოძალადე პროდიუსერის იმ ივენთზე დასწრება, რომელიც მსახიობების მხარდასაჭერად ტარდება, არანორმალურია. ერთ-ერთმა მათგანმა კი ვაინშტაინს ფრედი კრიუგერი და ურჩხული უწოდა. 

 ჰარვი ვაინშტაინის მეგობარმა, რომელის ასევე Actor’s Hour-ზე იმყოფებოდა, გადაწყვიტა, დაეცვა პროდიუსერი და ერთ-ერთ მსახიობ ქალს, ამბერ როლოს,  რომელიც  ზოი სტაკლესს  უჭერდა მხარს, ბ*ზი უწოდა.

 Actor’s Hour-ის შემდეგ, ვაინშტაინმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მზად არის პასუხი გასცეს ნებისმიერ კითხვას და ფიქრობს, რომ აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი აზრი და პოზიცია დააფიქსიროს იქ სადაც უნდა. 

Actor’s Hour-ის ორგანიზატორებმა, ბოდიში მოუხადეს მონაწილეებს და შეპირდნენ, რომ ვაინშტაინი ამ და მსგავს ივენთებს აღარ დაესწრება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 10 შეკვრა ჰეროინი ამოიღო და ნარკოდანაშაულისთვის 5 პირი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები