მუშის გადმოვარდნა

ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

bpn.ge

ქუთაისში მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. შემთხვევა ნიკეას ქუჩაზე გუშინ მოხდა.

კაცი მოტეხილობით საავადმყოფოში გადაიყვანეს. მისი მდგომარეობა სტაბლურია. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები