ჰაკერული თავდასხმა

შსს-მ ჰაკერულ თავდასხმაზე გამოძიება დაიწყო

​საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სახელმწიფო სტრუქტურებისა და კერძო ორგანიზაციების ვებ-გვერდებზე ჰაკერული თავდასხმის გამო გამოძიება დაიწყო.

როგორც ტაბულას უწყებაში უთხრეს, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 284-ე და 286-ე მუხლებით დაიწყეს, რაც კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევას და კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფას გულისხმობს.

დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს სახელმწიფო უწყებების ვებ-გვერდებზე, ასევე, კერძო საიტებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა.

გვერდებზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდება წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები).

კომენტარები