20-21 ივნისი

20 ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანები დაზარალებულად არც სასამართლომ ცნო

ტბელ აბუსერიძე

20 ივნისის ღამეს დაშავებული ადამიანები, მათ შორის მაკო გომური, დაზარალებულად არც სასამართლომ ცნო.

მოქალაქეების უფლებებს საია იცავს. სულხან სალაძის თქმით, სასამართლო აგრძელებს იგივე ხაზს, რასაც გამოძიება და ამბობს, რომ 20-21 ივნისის მოვლენების დროს სახელმწიფოს მხრიდან დანაშაული არ მომხდარა.

სალაძის თქმითვე, ეს გადაწყვეტილება არის უკანონო და დაუსაბუთებელი

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გადაწყვეტილება პროცესის გამართვის გარეშე, ზეპირი მსჯელობით მიიღო.

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა. აქედან 8 ჟურნალისტია.

პროკურატურის უარის შემდეგ უწყებაში ტაბულას უთხრეს, რომ მოპოვებული მტკიცებულებების და ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე შეფასდება თითოეული ეპიზოდი და ინდივიდუალურად გადაწყდება როგორც შეკრებაში მონაწილე მოქალაქეების, ასევე სამართალდამცველების დაზარალებულად ცნობის საკითხი.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

კომენტარები