ხანძარი კალიფორნიაში

კალიფორნიაში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა

0 კომენტარი
ფოტო: LA Times

კალიფორნიის გუბერნატორმა გევინ ნიუსომმა შტატში ხანძრის გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

შტატის ჩრდილოეთით 180,000-მდე ადამიანს სახლების დატოვება უბრძანეს. ხანძარი ათობით ათას შენობას ემუქრება.

სონომას ოლქში ცეცხლი 12,000 ჰექტარზე მეტ ტერიტორიას მოედო. ლოკალიზებულია ხანძრის 10%, თუმცა ცეცხლის გავრცელებას ხელს ძლიერი ქარი უწყობს.

ხანძარია მექსიკაშიც, კალიფორნიის შტატის მოსაზღვრე ტერიტორიაზე. ხანძარს 3 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. განადგურდა 150 შენობა.

კალიფორნიის შტატში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა უკვე მილიონამდე ადამიანს შეეხო. მოსალოდნელია, რომ უახლოეს საათებში ელექტროენერგია კიდევ მილიონამდე ადამიანს შეუწყდება.

ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიის PG&E-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსალოდნელია ძლიერი ქარი, რამაც შესაძლოა სადენები და სხვა ინფრასტრუქტურა დააზიანოს და ხანძრის ახალი კერების გაჩენა გამოიწვიოს, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდებას ზღუდავენ.

შეზღუდვა ორშაბათამდე გაგრძელდება და შტატის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

ხანძარი მას შემდეგ გაჩნდა, რაც ოქლში მდებარე ერთ-ერთი ელექტროსადენი დაზიანდა. ჯერ-ჯერობით დადასტურებული არ არის იყო თუ არა ეს ხანძრის გამომწვევი მიზეზი.

PG&E-ს წარსულში მომხდარ ხანძრებში შესაძლო როლისთვისაც აკრიტიკებენ. მას გასულ წელს შტატში გაჩენილი მასშტაბული ხანძრის გამო უჩივიან, რომელსაც 85 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. მაშინ ხანძარი სწორედ კომპანიის მოძველებულმა ტექნიკამ გამოიწვია.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობრივი აქციის მონაწილემ ტაბულას ჟურნალისტს დაარტყა და მობილური გააგდებინა

კომენტარები