20 ივნისის აქცია

3-თვიანი პატიმრობის შემდეგ, 20 ივნისის საქმეზე ჯგუფურ ძალადობაში ბრალდებულმა ბრალი აღიარა

0 კომენტარი
ფოტო: ტბელ აბუსერიძე

20-21 ივნისის აქციის საქმეზე ბრალდებულმა გოგი ქურდოვანიძემ ბრალი აღიარა. ქურდოვანიძე პროკურატურის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს სადავოდ არ ხდის, შესაბამისად, მისი საქმე ცალკე წარმოებად გამოეყო. გოგი ქურდოვანიძე ჯგუფური ძალადობის ბრალდებით 26 ივლისს დააკავეს. სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. გამოძიების ვერსიით, “1976 წელს დაბადებული გ.ქ. სამართალდამცველებს ურტყამდა რეზინის ღვედს და მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში”.

კიდევ ერთმა დაკავებულმა, ილია მემარნიშვილმა 21 ოქტომბრის სხდომაზე აღიარა ბრალი. მისი საქმეც ცალკე განიხილება.

20 ივნისის ანტისაოკუპაციო აქცია ხელისუფლებამ რეზინის ტყვიებითა და ცრემლსადენი გაზით, მოგვიანებით კი წყლის ჭავლებით ძალადობრივად დაარბია. დარბევის შედეგად დაშავდა 200-ზე მეტი ადამიანი, მათგან 160 სამოქალაქო პირი. 2-მა ადამიანმა რეზინის ტყვიების მოხვედრის შედეგად თვალი დაკარგა. 

20 ივნისის საქმეზე სულ პასუხისგებაში მიეცა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამი თანამშრომელი. ისინი სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ხოლო აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით, შსს-მ პასუხისგებაში მისცა 19 პირი, მათ შორის პარლამენტის წევრი - ნიკა მელია. დეპუტატს აღკვეთის ღონისძიებად გირაო და დამატებითი უზრუნველყოფის ღონისძიებები აქვს შეფარდებული, კერძოდ, ჩამოართვეს პასპორტი და დაამაგრეს ელექტრონული სამაჯური, რითიც შეზღუდული აქვს გადაადგილება. 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ 6 პირი, რომლებმაც საქმის გასარჩევად "კანონიერ ქურდს", ბურდღუნიჩას მიმართეს - VIDEO

კომენტარები