აშშ-საქართველო

ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ვოლიერებიანი ავტომობილი აჩუქა

აშშ-ის საელჩო თბილისში

ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა. 

"ქვეყნის სამსახურში მყოფი ცუგები ბევრს შრომობენ. ხშირად, მათ შორ მანძილზე უწევთ მგზავრობა, რისთვისაც სპეციალური აღჭურვილობაა საჭირო.

დამქანცველი მგზავრობის შესამსუბუქებლად, ამერიკის მთავრობამ საქართველოს კინოლოგიურ სამსახურს ტემპერატურის კონტროლის მქონე ვოლიერებიანი ავტომობილი გადასცა" - წერს საქართველოში აშშ-ის საელჩო Facebook-ზე.

"ამიერიდან, პოლიციელი ცუგები მისიას უფრო ყოჩაღად შეასრულებენ" - აღნიშნავს საელჩო.

კომენტარები