ცნობილი ადამიანები

სელენა გომესი ჯასტინ ბიბერზე: პირველი სიყვარული შესაძლოა ტოქსიკური იყოს

Getty Images

სელენა გომესმა Zach Sang Show-ში თავის ახალ სიმღერაზე, პირველ სიყვარულსა და სავარაუდოდ ჯასტინ ბიბერზე ისაუბრა, თუმცა მისი სახელი ინტერვიუს განმავლობაში არც ერთხელ უხსენებია.

სელენა გომესი და ჯასტინ ბიბერი 2010 წლიდან 2012 წლამდე ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2012 წლის ნოემბერში ისინი დაშორდნენ, თუმცა რამდენიმე კვირაში შერიგდგნენ და ურთიერთობა 2013 წლამდე, მორიგ დაშორებამდე ჰქონდათ. ამის შემდეგ ისინი კვლავ შერიგდნენ, თუმცა ერთად რამდენიმე თვის განმავლობაში იყვნენ.

"ცხოვრების იმ ფაზაში, როდესაც პირველ სიყვარულს განიცდი, ეს შესაძლოა ტოქსიკური იყოს. შენ მიჯაჭვული ხარ პარტნიორზე და ფიქრობ რომ სიყვარული ეს არის, დამოკიდებული ხარ ვნებაზე და ამავდროულად გაქვს იმედგაცრუების განცდა და ფიქრობ რომ სიყვარული ეს არის, ხშირად ჩხუბის დროსაც ფიქრობ რომ ეს არის სიყვარული. მე ამის დიდ ხანს მჯეროდა", - თქვა სელენა გომესმა.

მისივე თქმით, ის საბოლოო დაშორების შემდეგ "2 წელი სუპერ, სუპერ მარტოხელა იყო", ახლა კი სურს ისეთი ურთიერთობა ჰქონდეს, რომელიც "ნამდვილი" იქნება.

რამდენიმე დღის წინ, სელენა გომესმა ახალი სიმღერა "Lose You To Love Me" გამოუშვა. მისი ფანების უმეტესობა ფიქრობს, რომ მომღერალმა ეს სიმღერა სწორედ ჯასტინ ბიბერს მიუძღვნა.

გადაცემაში მას ჟურნალისტმა კითხა, მისი აზრით თუ მოისმინა სიმღერა მან, ვისაც ეს ეხება, რაზეც სელენა გომესმა უპასუხა რომ ის ამას იმედოვნებს.

"ძალიან ძნელია სიმღერებში გახსნილი იყო და ყველაფერი გარეთ გამოგქონდეს, ასევე იყო მუდმივად საჯარო განხილვის ობიექტი და ხალხი ყოველთვის ვარაუდებს გამოთქვამდეს თუ რაზე მღერი", - თქვა სელენა გომესმა.

კომენტარები