აშშ-ის შტატ ჩრდილოეთ კაროლინაში, კაცმა ლატარიაში 200 000 დოლარი მოიგო და ამ ფულით უკანასკნელი ქიმიოთერაპია ჩაიტარა.
რონი ფოსტერმა, რომელსაც მსხვილი ნაწლავი კიბო აქვს, თავდაპირველად ლატარიის ერთი ბილეთი იყიდა და 5 დოლარი მოიგო. მოგებული თანხით მან გადაწყვიტა ლატარიის კიდევ ორი ბილეთი ეყიდა.
ერთ-ერთმა ბილეთმა მას მოგება ვერ მოუტანა, თუმცა მეორე შემთხვევაში ის უფრო იღბლიანი აღმოჩნდა.
"მე დავინახე ნულები და გავიყინე. მოგებამ ეს დღე იღბლიან დღედ აქცია", - თქვა რონი ფოსტერმა.
მისი თქმით, ის მოგებული ფულით თავის უკანასკნელ ქიმიოთერაპიას და შემდეგ გამოკვლევებს ჩაიტარებს.