დღეს, სამეცნიერო წიგნები სავსეა სხვადასხვა თემაზე შექმნილი დეტალური სურათებით, თუმცა ფოტოგრაფიის გამოგონებამდე მეცნიერებისთვის ასეთი მარტივი არ იყო გადმოეცათ აღმოჩენების ვიზუალური მხარე.
ერთ-ერთი მეცნიერი, რომელიც თავისი აღმოჩენების ილუსტრაციებს ქმნიდა, გერმანელი ბიოლოგი, ნატურალისტი, ფილოსოფოსი და ფიზიკოსი ერნესტ ჰაეკელი იყო.
მეცხრამეტე საუკუნის გვიან და მეოცე საუკუნის ადრეულ პერიოდებში გაკეთებული ფერადი და სტილისტურად უმაღლეს დონეზე შექმნილი ილუსტრაციები, კარგად გადმოსცემს რა აღმოჩენებს აკეთებდა ერნესტ ჰაეკელი თავისი მიკროსკოპით.
ჰაეკელმა მთელი მისი ცხოვრება ფლორისა და ფაუნის გამოკვლევაში გაატარა. ის არამხოლოდ აღმოაჩენდა, აღწერდა და შემდეგ სახელებს არქმევდა ათასობით განსხვავებულ სახეობას, არამედ მათ ამსახველ ჩანახატებსა და ილუსტრაციებსაც აკეთებდა. 1860 წლიდან 1862 წლამდე მან თავისი შექმნილი 52 ილუსტრაცია გამოაქვეყნა.
1864 წელს, მან ერთ-ერთი ილუსტრაცია ჩარლზ დარვინსაც გაუგზავნა. ინგლისელი მეცნიერი მოიხიბლა ჰაეკელის მიერ შექმნილი ნახატით და მას წერილი მიწერა.
"ეს არის ყველაზე ჩინებული ნაშრომები რაც კი ოდესმე მინახავს და ვამაყობ, რომ ავტორმა ისინი მე გამომიგზავნა".