ცნობილი ადამიანები

ჯენიფერ ენისტონმა და ელენ დეჯენერესმა გადაცემაში ერთმანეთს აკოცეს - ვიდეო

0 კომენტარი
ჯენიფერ ენისტონი და ელენ დეჯენერესი. ფოტო: Getty Images

ორშაბათს, ელენ დეჯენერესის გადაცემის მორიგი ეპიზოდი გამოვიდა, სადაც სტუმარი ჯენიფერ ენისტონი იყო.

გადაცემის მიმდინარეობისას ელენ დეჯენერესმა და ჯენიფერ ენისტონმა რამდენიმე წამით როლები გაცვალეს, რაც მათი კოცნით დასრულდა.

ჟურნალისტის როლში მყოფმა ჯენიფერ ენისტონმა ელენ დეჯენერესს, რომელიც ლესბოსელია, კითხა ბოლოს როდის აკოცა კაცს ტუჩებში.

"მე არაფერს ვშვები კაცებთან, თუმცა მათ ტუჩებში ვკოცნი ხოლმე. და შენ როდის აკოცე ბოლოს გოგოს ტუჩებში?", - კითხა ელენე დეჯენერესმა ჯენიფერ ენისტონს.

"მე არ ვკოცნი გოგოებს ტუჩებში", - უპასუხა მსახიობმა, თუმცა რამდენიმე წამში ჯენიფერ ენისტონმა და ელენ დეჯენერესმა ერთმანეთს აკოცეს.

"ეს არის რისი დანახვაც მათ სურთ, ამას ისინი წლების განმავლობაში ელოდნენ", - თქვა კოცნის შემდეგ წამყვანმა.

სურათს, რომელიც მათ კოცნას ასახავს, ელენ დეჯენერესის ინსტაგრამზე უკვე 1.4 მილიონი მოწონება აქვს.

ჯენიფერ ანისტონი, რომელიც ინსტრაგმზე 15 ოქტომბერს დარეგისტრირდა, გინესის რეკორდსმენი გახდა - მას პირველი ფოტოს გაზიარებიდან 5 საათსა და 16 წუთში უკვე 1 მილიონი გამომწერი ჰყავდა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: ქუთაისში მარკეტი დააყაჩაღეს, დაკავებულია 1 პირი

კომენტარები