ვარსკვლავები

ცნობილი ადამიანები, რომლებიც თინდერსა და სხვა გასაცნობ აპლიკაციებს იყენებენ

ტაბულა

თინდერსა და სხვა ონლაინ გასაცნობ აპლიკაციებს მთელ მსოფლიოში უამრავი ადამიანი იყენებს, მათ შორის ბევრი ჩვენთვის ცნობილი ვარსკვლავი. რამდენიმე ვარსკვლავმა ღიად ისაუბრა იმაზე, რომ დარეგისტრირდა და ხშირად იყენებს ამ აპლიკაციებს.

ქლოი კარდაშიანი

ქლოი კარდაშიანი გამოტყდა, რომ ადრე არ იყენებდა გასაცნობ აპლიკაციებს, თუმცა გადაწყვიტა სცადოს და "OK Cupid"-ზე დარეგისტრირდა. 

მერაია ქერი

თავისი სიმღერის “Infinity” მუსიკალურ ვიდეოში მერაია ქერიმ თავისი  Match.com-ის პროფილი მთელ მსოფლიოს ანახა. 

ქეითი პერი

2015 წელს ქეთი პერიმ თქვა რომ თინდერში იმდენად ჩაეფლო, ახლა სხვა რაღაცებისთვის დრო არ აქვს. თუმცა, დღეს მომღერალი ორლანდო ბლუმზეა დანიშნული. 


ფოტო: billboard

ზაკ ეფრონი

როდესაც ზაკ ეფრონი თინდერზე დარეგისტრირდა, ის  არც ერთ ადამიანს არ "მოუწონებია", რადგან ყველას ეგონა, რომ პროფილი ნამდვილი არ იყო. 


ფოტო: stylecaster

ბენ აფლეკი

ბენ აფლეკი გამოტყდა, რომ გასაცნობ აპლიკაციას Raya აქტიურად იყენებს და ერთ ადამიანს ხვდება კიდევაც. 


ფოტო: pagesix

დემი ლოვატო

"გასაცნობ აპლიკაციას ვიყენებ და ბიჭებითაც ვინტერესდები და - გოგოებითაც." აღნიშნა ლოვატომ ერთ-ერთ ინტერვიუში.


ფოტო: jewish telegraphic agency

ჩეის კროუფორდი

როგორც მსახიობმა აღნიშნა, ის არა მხოლოდ JDate.com-ს (ებრაული გასაცნობი აპლიკაცია) არამედ კიდევ ბევრ სხვა პლატფორმასაც იყენებს. 


ფოტო: Sheknows

 

კომენტარები