ამიდნის პროგნოზი

საქართველოში მომდევნო დღეების განმავლობაში ჰაერის ტემპერატურა დაიკლებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 31 ოქტომბრიდან 2 ნოემბრამდე საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, წვიმა, ზოგან ძლიერი, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლი.

სინოპტიკოსთა ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონის მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, ხოლო ქვეყნის მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.

კომენტარები