ცქიტიშვილი წყალტუბოზე: მაგალითია, თუ როგორ შეიძლება ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი

საქართველოს პარლამენტი

ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი ბიძინა ივანიშვილის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც წყალტუბოში ყველა - 22 სანატორიუმისა და 9 აბანოს შესყიდვისა და მისი რეაბილიტაციის დაპირებით გამოვიდა. 

ცქიტიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ინიციატივის შედეგად, წყალტუბოსთვის მისი პოტენციალის ათვისება უახლოეს ვადებში სრულიად რეალისტური გახდა. 

"ეს არის მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება ქველმოქმედმა, ამასთან ერთად სახელწმიფოებრივად მოაზროვნე ქველმოქმედმა შეცვალოს მთელი რეგიონი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამის შედეგებს ჩვენ ძალიან მალე ვიხილავთ ყველანი"- ამბობს მაია ცქიტიშვილი. 

29 ოქტომბერს გავრცელებულ განცხადებაში ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ "წყალტუბოს აღორძინების პროექტის ფარგლებში" ის ქალაქში არსებული უკლებლივ ყველა - 22 სანატორიუმისა და 9 ბალნეოლოგიური აბანოს გამოსყიდვას და მათ რეაბილიტაციას გეგმავს.

კომენტარები