Game of Thrones-ის პრიქველი

HBO-მ GAME OF THRONES-ის ერთ-ერთი პრიქველის გადაღება შეაჩერა

HBO

HBO-მ სერიალ Game of Thrones-ის ერთ-ერთი პრიქველის გადაღება შეაჩერა - ამის შესახებ ინფორმაციას Entertainment Weekly ავრცელებს.

პრიქველს სერიალში განვითარებულ მოვლენებზე ათასობით წლით ადრე მომხდარი ამბები უნდა ეჩვენებინა, რომლებშიც მონაწილეობას სტარკებისა და ლანისტერების გვარებიც იღებდნენ. წლის დასაწყისში, HBO-მ ჩრდილოეთ ირლანდიაში პრიქველის საპილოტე სერიაც კი გადაიღო.

პრიქველის რეჟისორი ჯეინ გოლდმანი იყო და ერთ-ერთ მთავარ როლს ნაომი უოტსი ასრულდება.

გამოცემის ინფორმაციით, ისინი პრიქველის გადაღების შეჩერების შესახებ HBO-ს რამდენიმე კვირის წინაც ეკითხებოდნენ, თუმცა მაშინ მათ ეს ინფორმაცია უარყვეს.

რაც შეეხება Game of Thrones-ის მეორე პრიქველს, რომელიც ტარგარიანების გვარის ჩამოყალიბების ისტორიას შეეხება - მისი გადაღებები გრძელდება. თუმცა, ჯერჯერობით საპილოტე სერია არ გადაუღიათ.

ტარგარიენების შესახებ გადაღებულ პრიქველში, მოვლენები დაახლოებით 150 წლით ადრე განვითარდება, ამიტომ მაყურებელს ვესტეროსი ძალიან შეცვლილი არ დახვდება.

კომენტარები