ანაკლიის პორტი

ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა დღეს საპარლამენტო ფორმატში გაიმართება

0 კომენტარი
ფოტო: ბია

ანაკლიის პორტის პროექტის განხილვა დღეს საპარლამენტო ფორმატში გაიმართება. ინიციატორებმა, ლევან კობერიძემ, ლევან გოგიჩაიშვილმა და კობა ნარჩემაშვილმა შეხვედრაზე დასასწრებად ანაკლიის განვითარების კონსორციუმის გენერალური დირექტორი ლევან ახვლედიანი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი მიიწვიეს.

შეხვედრას ლევან ახვლედიანი დაესწრება, მაია ცქიტიშვილი კი პარლამენტში მისვლას არ აპირებს. მისი თქმით, დიალოგის პრობლემა არ აქვს, თუმცა "არაა საჭირო პერფომანსი".

დღევანდელი შეხვედრა საქართველოს პარლამენტის კინოდარბაზში ღია ფორმატით ჩატარდება. განხილვა 11:00-ზე დაიწყება.

15 ოქტომბერს სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმს ხელშეკრულების ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივა - სწორედ წლის ბოლომდე უნდა წარადგინოს კონსორციუმმა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. ანაკლიის კონსორციუმი აცხადებს, რომ გასული თვეების და კვირების მანძილზე "მთავრობამ პრაქტიკულად საბოტაჟირება მოახდინა ამ პროექტის".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

მარნეულში შვიდი სახლის გაქურდვაში ბრალდებულები დააკავეს (Video)

კომენტარები