სამეფო კარის თამაშები

HBO სამეფო კარის თამაშების პრიქველს გადაიღებს

კომპანიამ HBO ფანებს სამეფო კარის თამაშების პრიქველის გამოსვლა ახარა. სერიალი, რომელსაც 10 ნეპიზოდი ექნება, ტარგარიანების სახლის სამოქალაქო ომის ისტორიას მოყვება. შოუს ოფიციალური დასახელება დრაკონის სახლი (House Of Dragon) იქნება.

ემის ჯილდოს მფლობელი მიგელ საპოჩნიკი, რომელიც GOT-ის რეჟისორი იყო, სერიალის ერთ-ერთი  შოუ რანერი იქნება. 

ინფორმაცია პრიქველის დამტკიცების შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ადრე დაანონსებული GOT-ის სხვა, ჯეინ გოლდმანის  პრიქველის პროექტი ჩავარდა. 

შოუს შემქმნელები ჯორჯ რ. რ. მარტინი და რაიან კონდალი არიან. ასევე გამოვიდა მომავალი პროექტის ოფიციალური პოსტერი. 

კომენტარები