თბილისის მეტრო

მატარებლის ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროს I ხაზზე მოძრაობა 15 წუთით შეფერხდა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ცნობით, ტექნიკური პრობლემის გამო, მეტროს I ხაზზე მოძრაობა 15 წუთით შეფერხდა. კერძოდ, ტექნიკური პრობლემა მარჯანიშვილის მეტროსადგურში მდგომ მატარებელს ჰქონდა. მისი სადგურიდან გაყვანამდე, მეტროს I ხაზზე მოძრავი მატარებლები გვირაბში იყვნენ გაჩერებულები.

ამ დროისთვის მოძრაობა სრულად აღდგენილია.

კომენტარები