დაზარალებულის სტატუსი

თადუმაძე: დღეს მოქმედი კანონმდებლობით მაკო გომურს დაზარალებულის სტატუსი ვერ მიენიჭება

0 კომენტარი

"დღეს მოქმედი კანონმდებლობით მას ვერ მიენიჭება დაზარალებულის სტატუსი," - მთავარი პროკურორი შალვა თადუმაძე მაკო გომურისათვის დაზარალებულის სტატუსზე უარს განმარტავს და ამბობს, რომ თუ კანონმდებლობა შეიცვლება, მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი მისთვის სტატუსის მინიჭება. 

"სასამართლომ გაითვალისწინა ის სამართლებრივი მექანიზმები და კანონმდებლობა, რომელიც დღეს საქართველოში არსებობს, შესაბამისად, მას არ მიენიჭა დაზარალებულის სტატუსი," - ამბობს მთავარი პროკურორი. 

20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს დაზარალებულის სტატუსზე პროკურატურის შემდეგ უარი სასამართლომაც უთხრა. გადაწყვეტილება ამის შესახებ მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა 28 ოქტომბერს მიიღო. 

როგორც მოგვიანებით სასამართლომ განმარტა "აუცილებელია საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი."

დაზარალებულად ცნობის მოთხოვნა 16 პირს ეხებოდა. აქედან 8 ჟურნალისტია.

20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე - ეს ინფორმაცია ახალგაზრდა იურუსტთა ასოციაციამ 7 ოქტომბერს გაავრცელა.

კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე, რომელთა შორის მაკო გომური არ არის. მან 20 ივნისის აქციის დარბევისას თვალი დაკარგა.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ბინის გაქურდვის დროს, თბილისში ერთი კაცი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები