კალაძე: პარკირების გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ავტობუსები ჩანაცვლდება

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, პარკირების გაზრდილი ჯარიმა ძალაში მას შემდეგ შევა, რაც ავტობუსები ჩანაცვლდება. პარკირების წესის დარღვევაზე ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. ამის შესახებ მერმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე ისაუბრა. 

„ავტობუსების ჩანაცვლების პროექტი ჩვენ დაწყებული გვაქვს და ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება, როგორც კი ჩვენ გვეყოლება ახალი თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსები, მაშინ ამოქმედდება ეს რეგულაცია," - ამბობს კალაძე.

თბილისის მერის თქმით, ახალი ავტობუსებით ჩანაცვლების პროცესი შესაძლოა წლის ბოლომდე გაგრძელდეს ან მომავალი წლის დასაწყისამდე.

კომენტარები