ფაქრნაოზ ჭკადუა

ფარნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვს

მიხეილ სააკაშვილი

ფაქრნაოზ ჭკადუა პოლონეთში პოლიტიკურ თავსესაფარს ითხოვს. ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ფარნაოზ ჭკადუა სოციალურ ქსელ Facebook-ზე ოპოზიციური შინაარსის გვერდებს მართავდა. როგორც ცნობილია, ერთ-ერთი ასეთი გვერდი - "ქოცების დასაცინი ოფიციალური სააგენტო"-ს სწორედ ჭკადუა მართავდა.

"პოლონეთის ემიგრაციის სამსახურს მივეცი ჩვენება ფარნაოზ ჭკადუასთვის პოლიტიკური თავშესაფრის მიცემაზე, ფარნაოზ ჭკადუა აქტიური ნაციონალია ფბ-ზე, რამდენიმე ყველაზე აქტიური გვერდის ადნინისტრატორია და შარშან, საპრეზიდენტო არჩევნებზე აქტიურობისას, ივანიშვილის ხელისუფლებამ განაჩენი გამოუტანა და 4 წელი მიუსაჯეს 2012 წელს "ჩხუბში" მონაწილეობისთვის.

ფარნაოზი ერთერთი ყველაზე წესიერი ადამიანია ვისაც ვიცნობ. სამწუხაროა, რომ ასეთ ადამიანებს საკუთარ ქვეყანაში თავისუფლად სიარული არ შეუძლიათ. ეს სიტუაცია მალე შეიცვლება.

საქართველოში უნდა გათენდეს!", - წერს სააკაშვილი. 

კომენტარები