ფეხბურთი

მსაჯმა კაკა დააჯარიმა, შემდეგ კი მასთან სელფი გადაიღო [ვიდეო]

0 კომენტარი

ბრაზილიისა და ისრაელის ამხანაგურ მატჩზე არბიტრმა, ფერნანდა კოლომბობ, "მილანისა" და "მადრიდის რეალის" ყოფილ ფეხბურთელს, რიკარდო კაკას ყვითელი ბარათი უჩვენა, შემდეგ კი მასთან სელფი გადაიღო.

შემთხვევა შეხვედრის 50-ე წუთზე მოხდა, როდესაც ბრაზილიის ნაკრები ისრაელს ანგარიშით 3-2 ამარცხებდა. კოლომბომ თამაში შეაჩერა, ვარსკვლავს ყვითელი ბარათი აჩვენა, შემდეგ კი ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო. 2007 წლის ოქროს ბურთის მფლობელმა მსაჯს ხელი ჩამოართვა და მასთან ფოტო გადაიღო. 

ამხანაგურ მატჩში რიკარდო კაკასთან ერთად ლეგენდები, რობერტო კარლოსი, რივალდო, კაფუ და ბებეტო მონაწილეობდნენ. მატჩი ბრაზილიის გამარჯვებით, ანგარიშით 4-2 დასრულდა. 

რიკარდო კაკას დებიუტი 2001 წელს, "სან-პაულუში" შედგა. სხვადასხვა დროს იცავდა „სან პაულუს“, „მილანის“, მადრიდის „რეალის“ „ორლანდო სითისა“ და ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ღირსებას.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ხათო ფსუტური

კომენტარები